"დაუმთავრებელი პორტრეტი" ეს არის ყველა ის ემოცია, მოვლენა, რამაც გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე საქართველოში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს კრებული, ჩემი ცხოვრების წიგნია, სადაც შინაგანი ემოციები და შეგრძნებებია გამოხატული 100-ზე მეტ ლექსსა და ესეიში. ეს ემოცია ჩემთვის, როგორც ქალის, მეუღლის, დედის, მსახიობის და პიროვნებისთვის ძალიან პირადულია და შთაგონებულია უწყვეტი ცვლილებების სიმშვენიერით. და ბოლოს ეს ჩემი სამადლობელია იმ ცხოვრებისეული ცვლილებებისა და გამოწვევებისადმი, რამაც გამაძლიერა, გამზარდა და პიროვნებად ჩამომაყალიბა.
„დაუმთავრებელი პორტრეტი„-ს გამოცემა დაგეგმილია 2021 წლის გაზაფხულზე. მოხარული ვიქნები, ვისაც დაგაინტერესებთ მოგაწოდოთ ინფორმაცია შემდგომ გამოცემებზე, ამისათვის შეგიძლიათ თქვენი იმეილი გამიზიაროთ.
ბევრი ჩემი ახლობელის ინტერესის და თხოვნის გათვალისწინებით, წიგნის ოფიციალურ გამოცემამდე, მინდა გაგიზიაროთ რამოდენიმე ემოცია ლექსის ფორმით „დაუმთავრებელი პორტრეტი„-დან.
ნეკრისი
"Nekrisi"
პაემანი ნოიშვანშტანში
"Rendezvous in Neuschwanstein"
ჩარლის თვალებით
"Through Charlie's Eyes"
ნოდარ ქუმარიტაშვილს
"Nodar Kumaritashvili"
გზა
"Road"
სიზმრად თბილისში
"Dream in Tbilisi"